02.დეკემბერი.2015 11:28
ეკონომიკა

კახა გოგოლაშვილი ხელისუფლებას DCFTA-ზე კვლევების წარმოებას ურჩევს

კახა გოგოლაშვილი ხელისუფლებას DCFTA-ზე კვლევების წარმოებას ურჩევს
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, DCFTA-ის განხორციელების პროცესში, მაქსიმალურად მნიშვნელოვანია მოსახლეობისა და ბიზნესის ინფორმირება, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა ხელშეკრულება. როგორც გოგოლაშვილი აღნიშნავს, ამ კუთხით დღეს ბიზნესის მოტივაციაც დაბალია.
 
"საკმარისი არ არის ის ძალსხმევა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს DCFTA-ის კუთხით, მეორეს მხრივ, არც ის ძალისხმევაა საკმარისი, რომელსაც თვითონ ბიზნესი ახორციელებს. ბიზნესის მოტივაცია არის დაბალი. პირველ ყოვლისა, ეს მოტივაცია უნდა შეიქმნას. მე მაგალითად, დავსწრებივარ რამდენიმე ღონისძიებას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ ბიზნესის წარმომადგენლები პრაქტიკულად არ იყვნენ. უმეტესად არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. სამწუხარო ფაქტია, რომ ბიზნესის დაინტერესება უჭირთ.

მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის ბიზნესის კონსოლიდაციის კულტურა. მთლიანობაში ეს ბიზნესასოციაციები და სხვადასხვა სავაჭრო-სამრეწველო პალატები და ორგანიზაციები, როლებიც მოწოდებულნი არიან, რომ საშუალო ჯაჭვის როლი ითამაშონ და მათი გავლით უშუალოდ მოხდეს ბიზნესებში, - ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, სუსტები არიან. ამათ ხელმძღვანელებს ვერ დავაბრალებ, არამედ მთლიანობაში კულტურას, როგორც პოლიტიკურ კულტურაში გვაქვს სუსტი წერტილები, ასევეა ამ საკითხში.

მნიშვნელოვანია მათი როლი, სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა შეეწყოს ხელი ასეთი ასოციაციების განვითარებას. იმიტომ, რომ ყველა ცალკეულ ბიზნესმენთან ვერ მოხერხდება მუშაობა. საჭიროა საშუალედო რგოლების დახმარებით მუშაობა. აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა, რომლებსაც უშუალო წვდომა აქვთ მოსახლეობასთან და ბიზნესებთან.

მთავრობას გააჩნია საკუთარი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც აქტიურად ატარებს ღონისძიებებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. საჭიროა, რომ მთავრობამ შეიმუშავოს მაღალი ხარისხის ანალიტიკური დოკუმენტები, ჩაატაროს ან დააფინანსოს კვლევები. კვლევითმა მასალამ უნდა წარმოაჩინოს, ზუსტად რა შესაძლებლობებს იძლევა, - ეს საკმაოდ მოცულობითი სამუშაოა და ამ კუთხით მეტი რესურსის გამოყოფაა საჭირო", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.



26.სექტემბერი.2018 09:00
79

წლის ბოლომდე მთავრობას 4.5 მლრდ ლარი აქვს დასახარჯი

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 20:50
222

EBRD ხელედულა ჰესის მშენებლობას დააფინანსებს

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 18:20
390

საქართველოში გზების მშენებლობის ერთიანი სტანდარტი ამოქმედდება

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 17:32
68

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დაჯარიმებულთა რაოდენობა იზრდება

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 16:30
461

ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, ჩაიშლება

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 15:50
96

„ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის"

ვრცლად