12.აპრილი.2016 14:01
კრიპტოვალუტები, ტექნოლოგია

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი 13, 14, 15 მაისს კიდევ ერთ ჰაკათონს უმასპინძლებს

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი 13, 14, 15 მაისს კიდევ ერთ ჰაკათონს უმასპინძლებს
როგორც ირწმუნებიან, 2016 წელი მსოფლიოში ტექნოლოგიების წელია. ინოვაციების ბუმს არც საქართველო ჩამორჩა.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი 13, 14, 15 მაისს კიდევ ერთ ჰაკათონს უმასპინძლებს.

აგრარული უნივერიტეტის ინჟინერიის მეორე კურსის სტუდენტებმა UniHack-ის მიერ ორგანიზებული ჰაკათონებიდან შეძენილი გამოცდილებით EuHack-ი დააარსეს - ახალი ორგანიზაცია, რომელიც ამ წლიდან აქტიურად ჩაერთვება ახალგაზრდულ, ინოვაციურ აქტივობებში.

ჰაკათონი, რომელსაც ისინი ამ წლის მაისში ჩაატარებენ 48 საათიანი მარათონი იქნება, რომელშიც მონაწილეობას 150 ადამიანი მიიღებს.

"ჩვენ არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა, ცხადია, მონაწილეთა ძირითად ნაწილს მაინც სტუდენდები შეადგენენ", - აღნიშნავს მთავარი ორგანიზატორი და EuHack-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, დავით ხასია, IHub-თან საუბრისას.

ორგანიზატორები ღონისძიებაზე ძირითადად კომპიუტერული ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინითა და game developing-ით დაინტერესებულ პირებს ელიან.

"დავალება რამდენიმე სახის იქნება: თავისუფალი თემა, კომპანიისათვის მობილური აპლიკაციის შექმნა და სავარაუდოდ, რაიმე ინოვაციურის მოფიქრება აგრარულ სფეროში" - განმარტავს დავით ხასია. მისივე თქმით, გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ, მათ შორის ჩამონათვალში იქნება ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით და Smart Watch-ი.

EuHack-ი აქტიურად თანამშრომლობს I-Hub-თან. I-Hub-ის მარკეტინგის მენეჯერი, რამაზ გეთიაშვილი აღნიშნავს: "ჩვენ მეტ-ნაკლებად საერთო ინტერესები გვაქვს. I-Hub-ის მთავარი პრიოტიტეტიც ხომ ისაა, რომ ახალგაზრდებში გააღვივოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისადმი ინტერესი. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ აღნიშნულ სფეროებში მოღვაწე ახალგაზრდული ორგაციზაციებისათვის. ჩვენი მხრიდან EuHack-ის თანადგომა მედიისა და სპონსორობის კუთხით, სწორედ ამის გამოვლინებაა. ვიმედოვნებთ, რომ I-Hub-ი და EuHack-ი არაერთ ერთობლივ, საინტერესო პროექტს შევთავაზებთ ახალგაზრდებს".

"ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე სპონსორი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დროისათვის ევროპასთან ვთანამშრომლობთ. ზაფხულისათვის ტალინში ვიზიტს გვეგმავთ საერთო პროექტის განხორციელების მიზნით" - იუწყებიან ორგანიზაციის დამფუძნებლები.

რეგისტაციის დაწყებიდან 3 დღეში კომპანიას უკვე 40 აპლიკანტი ჰყავდა. რეგისტაცია ინდივიდუალურად ხდება. მონაწილეობის მსურველებმა იხილეთ ბმული: https://goo.gl/h1CJHw

I
HUB Tbilisi
ავტორი: ანა ჭინჭარაძე



19.სექტემბერი.2018 11:38
654

Bitfury-მ ბიტკოინ მაინინგის ახალი მოწყობილობა წარადგინა

ვრცლად
12.სექტემბერი.2018 16:07
1477

Bloomberg კომპანია Bitfury-ზე სტატიას აქვეყნებს

ვრცლად
25.ივლისი.2018 12:18
682

ევროპაში კრიპტოვალუტით პროდუქციის შეძენა შესაძლებელი გახდება

ვრცლად
25.ივლისი.2018 11:47
511

Bitcoin-ის ფასმა 2 კვირაში $2000-ით მოიმატა

ვრცლად
06.ივლისი.2018 13:56
760

"რა სიკეთეს მოუტანს ციფრული ეკონომიკის განვითარება და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა საზოგადოებას“

ვრცლად
03.ივლისი.2018 15:22
262

კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია $34 მილიარდით გაიზარდა

ვრცლად