მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KAR.GE: სკოლებში კვირაში 84 ათ. ლარის ვაშლი იქნება დასარიგებელი

598db02a41b8d
მოძრაობა KAR.GE
11.08.17 19:00
1798
2016 წლის მონაცემებით (geostat.ge) საქართველოში 564 ათასი მოსწავლე ფიქსირდება 2321 სკოლაში და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მოსწავლეთა საერთო რიცხვი სტაბილურად მერყეობს 550-570 ათასს შორის.
თითო ნორმალური ვაშლის წონა საშუალოდ 100 გრამია. კილოგრამში 10 ცალი ვაშლი. თუ სკოლებში ყველა მოსწავლეს დაურიგებენ კვირაში თითო ვაშლს, კვირაში 56 ტონა ვაშლი იქნება დასარიგებელი საქართველოს მასშტაბით;

თუ გავითვალისწინებთ, რომ ოდნავ ნორმალური ვაშლი 1,5 ლარი ღირს ბაზარში, გამოდის რომ კვირაში მინიმუმ 56,000 * 1,5 = 84 ათასი ლარის ვაშლი იქნება დასარიგებელი. დავამატოთ ამას დანაკარგის %, შეფუთვა, 2321 სკოლაში მიტანის ლოგისტიკური ხარჯები, მომწოდებლის სხვა ხარჯები და ა.შ. და საერთო ხარჯი (ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში) კვირაში სავარაუდოდ 150,000-მდე გაიზრდება.

უცნობია რეალურად აპირებს თუ არა და რამდენი ხნით აპირებს განათლების სამინისტრო ამ პროექტის განხორციელებას, მაგრამ უეჭველია ერთი: ქართული ვაშლი დიდი მოცულობით მხოლოდ 2 თვეზე ოდნავ მეტი თუ იქნება კიდევ, ანუ სადღაც 10 კვირა, ე.ი. სულ 1,500,000 ლარის ვაშლზეა საუბარი?

იმედია განათლების სამინისტრო ქართულ ვაშლს იყიდის და დასახარჯ ფულს ქართულ ნაწარმში დახარჯავს. ამ შემთხვევაში დახარჯული ფულის 80 % და მეტი ქართულ სოფელში მივა, ადგილობრივის დასაქმებას მოხმარდება, ფერმერული მეურნეობების განვითარებას მოხმარდება და ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობას გააძლიერებს;

ხოლო თუ ეს ფული იმპორტულ ვაშლში დაიხარჯება, ფულის 80% ქვეყნიდან გაედინება, უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაასაქმებს, მის ბიზნესს განავითარებს და უცხო სახელმწიფოს გააძლიერებს ... ქართულის ხარჯზე რა თქმა უნდა!