მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

'კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის გადადგმულმა ნაბიჯებმა თვალსაჩინო შედეგები მოგვცა'

5c3c8e983fddc
BM.GE
14.01.19 17:23
816
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

'ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რამაც უკვე თვალსაჩინო შედეგები მოგვცა.

სებ - ის წამახალისებელმა მონეტარულმა პოლიტიკამ, საგადასახადო შეღავათებმა და ბიზნესის მხრიდან ალტერნატიული დაფინანსების წყაროების ძიებამ, კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი კაპიტალის ბაზრის მიმართ.

ადგილობრივ ბაზარზე საჯარო შეთავაზებით გამოშვებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები, 2018 წელს წინა წელთან შედარებით 104% - ით გაიზარდა.

საგულისხმოა, რომ გაიზარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებაც, რომელმაც 2018 წლის განმავლობაში 458 მილიონი ლარი შეადგინა (2017: 243 მილიონი ლარი).

ამავე თემაზე შეგიძლიათ ჩვენი წინა ბლოგპოსტიც იხილოთ: http://bit.ly/2TUO9Uv ' - წერს გვენეტაძე.