25.აპრილი.2016 14:49
საზოგადოება

კამპანია "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" დაიწყო

კამპანია "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" დაიწყო
პროექტის "საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია - გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო E 60" პრეზენტაცია გაიმართა.
 
პროექტის პრეზენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მსოფლიო ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ჩქაროსნული გზის - E 60 ავტომაგისტრალის ევროპული სტანდარტებთან ჰარმონიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. მისი მიზანია, გზის მომხმარებლის ჩართულობით, საგზაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიღწევა; კერძოდ: E-60 თბილისი-ფოთის მაგისტრალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება; სიჩქარის გადაჭარბების, არასწორი მანევრირების, უყურადღებოდ მართვის, მანქანის გადაღლილ და ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევების შემცირება; მაგისტრალზე დასახლებულ ადგილებსა და ავტობუსის გაჩერებებთან, ასევე მიმდებარედ მცხოვრები ქვეითებისათვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრეინინგებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 700 მძღოლი (სატრანზიტო გადამზიდავები, საქალაქთაშორისო სამგზავრო ავტოტრანსპორტის მძღოლები) და მაგისტრალის მიმდებარე დასახლებებში არსებული სკოლების 1300 მოსწავლე; საინფორმაციო მასალები დაურიგდება დაახლოებით 40,000 ადამიანს (მძღოლი, მგზავრი); შესაბამისი ინფორმაცია ფართო საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიების საშუალებით.

E60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას, „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო E 60“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტენდერით შერჩეული ორგანიზაცია – ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ახორციელებს.



22.თებერვალი.2019 19:50
1684

BUS LANE-ზე მოძრაობა და პარკინგი 100 ლარით დაჯარიმდება

ვრცლად
22.თებერვალი.2019 17:02
3034

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

ვრცლად
22.თებერვალი.2019 16:13
2586

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს

ვრცლად
22.თებერვალი.2019 15:46
508

წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება

ვრცლად
22.თებერვალი.2019 13:20
473

“იმედია, თბილისი მალე დაემსგავსება ნორმალურ ქალაქს”

ვრცლად
22.თებერვალი.2019 11:36
745

დეზერტირების ბაზარში ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

ვრცლად