მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძის თქმით, ექსპლოატაციაში მიუღებელი შენობების შესახებ ცვლილებები იგეგმება

5c44e51bec05d
BM.GE
21.01.19 01:14
963

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია წარადგენს ხედვას, რომლითაც ექსპლოატაციაში მიუღებელი შენობების უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება იგეგმება. კალაძის თქმით, იმის გამო, რომ ათიათასობით ოჯახი სწორედ ასეთი ტიპის შენობაში ცხოვრობს, საკითხი საკმაოდ რთულად გადასაჭრელია.

“დღეს ათიათასობით ოჯახი ცხოვრობს ისეთ შენობა-ნაგებობაში, რომელიც არ არის ოფიციალურად მიღებული. ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ამის ცვლილება ჩვენ პირდაპირ მოგვცემს სერიოზულ პრობლემას. ვამზადებთ ამ მიმართულებით ცვლილებებს და წარვადგენთ უახლოეს მომავალში მერიის ხედვას,”- განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

კალაძემ ამასთანავე თქვა, რომ მერიის მიერ შენობის ჩაბარება არ მოიცავს ობიექტზე ბუნებრივი აირის სისტემის გამართულობის შეფასებას. 2009 წელს გაუქმდა კანონის ის მუხლი, რომლითაც ექსპლოატაციაში მიუღებელ ობიექტზე ცხოვრებას ზღუდავდა.

დიდი დიღმის დასახლებაში, 16 იანვარს აფეთქება მოხდა კორპუსში, რომელიც მერიას ექსპლოატაციაში არ ჰქონდა მიღებული. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანიც დაიღუპა. საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით “ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელია დაკავებული. მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.