მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე "ყაზტრანსგაზის" ახალ მესაკუთრეებთან კავშირს უარყოფს

5c44f446e7791
BM.GE
21.01.19 02:19
1029
თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ მას “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით არავითარი კერძო ინტერესები არ გააჩნია.

“არაფერი არ მაქვს დასამალი. რაც გამიკეთებია და შემიქმნია, ყველაფერი დეკლარირებული მაქვს, ამას კანონი მავალდებულებს. თუ რამეს ვიყიდდი, არც ეს მაქვს დასამალი, რატომ დავმალავდი? მაქვს შესაძლებლობები და ღმერთმა მომცა იმის შანსი, რომ წლების განმავლობში მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვყოფილიყავი. ასევე იმის ნიჭიც და ინტელექტიც გამაჩნია, როგორ მიმემართა ეს თანხები ჩემი სპორტული მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, რომ მეცხოვრა და ჩემს შვილებს პრობლემები არ ჰქონდეთ. სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია, რაც შემიძლია ყველას ვეხმარები და ხელს ვუწყობ.

მეორე, რაც ამ ადამიანებთან უპირატესობას მანიჭებს ის არის, რომ როდესაც შეკითხვა ისმევა, გამოვდივარ და მას პასუხს ვცემ. რატომ უნდა დავიმალო, როდესაც თეთრზე ამბობენ შავს,”- ამბობს კალაძე.

2018 წელს კომპანია “ყაზტრანსგაზს” მესაკუთრე შეეცვალა, ის კომპანია უოლტბეიმ შეიძინა. კომპანიის მფლობელები ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია და GIG-ის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი არიან. გარიგების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ “ყაზტრანსგაზს” 90-მილიონიანი საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა.