მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე: ტყუილია ინფორმაცია, რომ ქალაქის მერია Street Art-ის წინააღმდეგია

5b2de2482e114
სალომე მეცხვარიშვილი
23.06.18 10:00
714
თბილისის მერის კახი კალაძის ინფორმაციით, ბოლო დღეებში პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც კალაძე თავის ვიდემიმართვაში აცხადებს, ტყუილია ინფორმაცია, რომ ქალაქის მერია street art-ის წინააღმდეგია.

კალაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას კანონპროექტში არ ჩაუხედავს და მის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს.

„არასწორი ინტერპრეტაცია ხდება კანონის, რომ თითქოს ჩვენ სტრიტარტის წინააღმდეგი ვართ. ეს არის ტყუილი ინფორმაცია.

ჩვენ პირიქით, ვართ ადამიანები, ვინც ხელს უწყობს „სტრიტ არტის“ განვითარებას. ბევრი სიანტერესო პროექტი განხორციელდა და ჩვენ მხოლოდ მადლობელი ვართ იმ ახალგაზრდების, რომლებიც უღიმღამო მიწისქვეშა თბილისი გაახალისა თავისი ნახატებით, კრეატიულობით. იმედია, კიდევ ბევრ უსახურ კედელს და სივრცეს გაახალისებენ“,- აცხადებს მერი.

მისი თქმით, საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ქალაქის იერსახის დამახინჯების წინააღმდეგაა მიმართული და მაგალითად პოლიტიკური პარტიების პლაკატების ჩამოხსნას გულისხმობს.