11.იანვარი.2019 10:27
საზოგადოება

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

კერძოდ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ90-კმ186 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ავტორი: თელარა გელანტია



19.იანვარი.2019 00:45
6

#10 წლის ჩელენჯი - უკავშირდება თუ არა ვირალური კამპანია სახის ამოცნობის სისტემის დახვეწას

ვრცლად
19.იანვარი.2019 00:10
111

ვის ჩამოეწერება 22 მლნ ლარამდე ჯარიმა-საურავი? - მთავრობის ინიციატივა

ვრცლად
18.იანვარი.2019 22:32
419

GIG: მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, დავით ბეჟუაშვილს განცხადება არ გაუკეთებია

ვრცლად
18.იანვარი.2019 21:31
205

როგორი იქნება ბუშის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია - ფოტო

ვრცლად
18.იანვარი.2019 20:42
61

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა უქმდება

ვრცლად
18.იანვარი.2019 20:25
39

VTB ბანკის მხარდაჭერით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინ მაღაზია გაიხსნა

ვრცლად