მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკულია სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე : კანონი დისკრიმინაციული არ უნდა იყოს

5c98e7e7bbe87
ლევან თაღიაშვილი
25.03.19 19:35
835
სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვები გრძელდება.

დოკუმენტმა გარკვეული ცვლილებები უკვე განიცადა, პირველადი ვარიანტით, საფინანსო ინსტიტუტებს, მიწის გასხვისებისათვის 2-წლიანი ვადა ჰქონდათ, ახლა ეს შეზღუდვა მოხსნილია.

კანონის მიხედვით უცხოელი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწას არ დაამუშავებს, იძულებული იქნება გაასხვისოს ნაკვეთი, ქართველს კი, ეს პირობა არ ეხება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ეს ჩანაწერი შეაფასა და „საქმის კურსის“ ეთერში აღნიშნა, რომ  კანონი დისკრიმინაციული არ უნდა იყოს და კომიტეტი მზადაა, განხილვისთვის.

„შეიძლება, დაზუსტების საჭიროება იყოს. ჩვენ მზად ვარ ამის განხილვისთვის. ჩანაწერი დისკრიმინაციას არ უნდა შეიცავდეს ამიტომ, ის მკაფიო უნდა იყოს. უცხოელებთან დამუშავების მოთხოვნის მოტივაცია რაც იყო, ეს ადრე ავხსენით. ყველაფერი ამ კანონში, რაც ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, უნდა დაზუსტდეს, მეორე მოსმენა ისე არ უნდა გაიაროს კანონმა, რომ ყველაფერი არ იყოს გარკვეული", - აღნიშნა მან.