მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JSW Group საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს

5a670ffc11c99
BM.GE
23.01.18 14:34
876
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰოლდინგური კომპანია JSW Group საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, - პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და JSW Group-ის თავმჯდომარე საჯან ჯინდალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

JSW Group-ის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ კომპანია ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული.

საუბარია მსხვილ ინვესტიციაზე, რომლის შესახებ პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

JSW Group-ი მრავალ მილიარდ-დოლარიანი კონგლომერატია, რომელიც, ძირითადად, ფოლადის, ცემენტის წარმოებისა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში საქმიანობს.