მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ეარვეისი" წელს ორ ახალ ბოინგს ჩამოიყვანს

5c3f66db48415
მაია ბიწაძე
17.01.19 10:00
1642
,,ჯორჯიან ეარვეისი“ ავიაპარკს აფართოებს და მიმდინარე წელს ორ ახალ ბოინგს ჩამოიყვანს.

ამის შესახებ Bm.ge-ის ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ავიაკომპანიას 8 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდი ჰყავს.

როგორც დავითაშვილი განმარტავს, ავიაპარკის გაფართოება ,,ჯორჯიან ეარვეისმა“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო გადაწყვიტა, რაც თავის მხრივ, ევროპასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებამ გამოიწვია.

2018 წელს ავიაკომპანიამ 43,5%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა, ვიდრე - 2017 წელს. კერძოდ, გასულ წელს ის 560 ათას მგზავრს მოემსახურა, 2017 წელს კი- 390 ათასზე მეტს.

,,ჯორჯეან ეარვეისი“ ამჟამად ქართული ავიაბაზრის 11%-ს ფლობს.

აპრილიდან ავიაკომპანია ევროპის მიმართულებით ახალ რეისს ამატებს, პირველად თბილისი- ვილნიუსის-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისი დაინიშნა, რომელიც კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

როგორც გივი დავითაშვილი განმარტავს, ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი 99 ევროდან იწყება.

,,ჯორჯიან ეარვეისი“ რეისების რაოდენობას ევროპის რამდენიმე ქალაქში ზრდის; კერძოდ, ამსტერდამის, ლონდონის და ვენის მიმართულებით რეისები ორის ნაცვლად, კვირაში სამჯერ შესრულდება.