მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯორჯ ქლუნის ტეკილას ბრენდი მილიარდ დოლარად გაიყიდა

594bb7ed26f5a
BM.GE
22.06.17 16:28
1391
ჯორჯ ქლუნის ტეკილას ბრენდი Casamigos მილიარდ დოლარად გაიყიდა. CNBC-ის ინფორმაციით, ბრენდი რომლის დამფუძნებელიც მსახიობი 2 პირთან ერთადაა, 2013 წელს შეიქმნა.

ტეკილა, რომლის მფლბელიც Diageo-ს გახდა, მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყიდება. გარიგების დასრულება წლის მეორე ნახევარში იგეგმება. Diageo 700 მილიონ დოლარს წელსვე გადაიხდის, დანარჩენ 300 მილიონს კი ეტაპობრივად.

„4 წლის წინ რომ გეთქვათ მილიარდ დოლარიანი კომპანია მექნებოდა, არ დავჯერებდი“, - ამბობს ქლუნი.