20.მარტი.2016 15:10
საზოგადოება

ჯო დოგერთი: სოციალური აქტივობის გარეშე, კომპანიის ბრენდად ქცევა, ფაქტიურად შეუძლებელია

ჯო დოგერთი: სოციალური აქტივობის გარეშე, კომპანიის ბრენდად ქცევა, ფაქტიურად შეუძლებელია
მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა საქველმოქმედო შემოწირულობების მიმართ ტრადიციული მიდგომა საერთო ფასეულობების ინიციატივით ჩაანაცვლეს, რაც ფილანტროპიის მეშვეობით განხორციელებულ იმ ინვესტიციებს გულისხმობს, რომლებიც არა მხოლოდ საზოგადოების მოთხოვნებს პასუხობს, არამედ თავად კომპანიების გრძელვადიან ინტერესებსაც ემსახურება.

თემაზე თბილისში საჯარო ლექცია კომპანია Dalberg-ის კალიფორნიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ჯო დოგერთმა გამართა. რა გავლენას ახდენს ფილანტროპია კომპანიის განვითარებაზე და რას აძლევს ის მათ, - თემაზე ჯო დეგერთი "საქმიანი დილის" ეთერში საუბრობს.
 
- წლების განმავლობაში არა ერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ კაპიტალის ზრდასთან ერთად ქველმოქმედების მასშტაბებიც იზრდება. ვიცით, რომ გარკვეული მიდგომები შეიცვალა, ამ მიდგომებზე რას გვეტყოდით?

- ახალი მიდგომები იმას გულისხმობს, რომ ეს კომპანიისთვის ერთი ცალკე აღებული პროგრამა არ გახლავთ. იგი კომპანიის ქსოვილშია ჩადებული და ამაზე კომპანიის სარეკლამო და სხვა განყოფილებები მუშაობს. კომპანიების ყოველი ნაბიჯი სოციალური პასუხისმგებლობით უნდა იყოს გაჯერებული. ასე ხდება დამატებითი ღირებულებების შექმნა. საქართველოს ფილანტროპიის ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. ვხედავთ, რომ მოქალაქეები ქუჩაშიც კი ეხმარებიან გაჭირვებულებს. ივნისში მომხდარი ტრაგედიის მერე კომპანიებმაც შეიმუშავეს ეს, დავინახეთ, რომ დაზარალებულების დასპონსორება, დაფინანსება ხდებოდა.

- ქართული კომპანიების საქმიანობას თუ იცნობთ ამ მიმართულებით და მსგავსი აქტივობების გარეშე შესაძლებელია თუ არა მსხვილი კომპანია ბრენდად იქცეს და როგორც კორპორაცია ისე ჩამოყალიბდეს?

- ქართულ კომპანიებს ამ მიმართულებით, მე ჯერ კიდევ ვსწავლობ და ვეცნობი, მაგრამ როგორც გავიგე ამ მიმართულებით ინტერესი იზრდება, ბანკები და სხვადასხვა კომპანიები ფონდებსა და კულტურულ ღონისძიებებს აფინანსებენ, ტრენინგებში დებენ თანხებს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეხმარებიან და ა.შ.

აღვნიშნავ სალონ "ნატალის", რომელმაც სოციალურად დაუცველი და ობოლი ბავშვები მოამზადა, რითიც საზოგადოებისთვის დამატებითი ღირებულებები შექმნა. დიდ ბრენდად გადაქცევა აღნიშნული მიდგომის გარეშე, ფაქტიურად შეუძლებელია. 73 პროცენტი მომხმარებლებისა გლობალურად აცხადებენ, რომ ისინი ბრენდს შეცვლიან, თუ დაინახავენ, რომ მეორე ბრენდს სოციალური პასუხისმგებლობის რეპუტაცია აქვს შეძენილი.

- როგორ ითვისებენ ახალ მიდგომებს კორპორაციები, გარკვეულ მაგალითებს თუ დაგვისახელებთ?

- გლობალური ელექტრონული გადახდების კომპანია VISA, მუდმივად გაფართოვებაზეა ორიენტირებული. მათ, რა თქმა უნდა, გაფართოვების წმინდა კომერციული ინტერესი გააჩნიათ. აფრიკაში, ინდოეთში, სხვა კონტინენტებზე, მათი სურვილია, რომ VISA-ბარათი უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს. ეს ძალიან კარგია და ასევე დიდი სარგებლის მომტანია. მას შემდეგ, რაც ადამიანი საბანკო ბარათს იღებს, შეუძლია კრედიტი მიიღოს. 



18.თებერვალი.2019 22:00
1058

ქუთაისში სამაგიდო თამაშების პირველი Game Club გაიხსნა

ვრცლად
18.თებერვალი.2019 20:11
1223

გიორგი კეპულაძე: "NGO-ების ჩართულობა TBC-ის საქმეს გამჭვირვალობას შემატებს"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 15:09
2281

21 თებერვალს გიდები აპოლიტიკურ საპროტესტო აქციას გამართავენ - „შეწყდეს სეპარატისტული ტურიზმი“

ვრცლად
18.თებერვალი.2019 14:38
851

ცქიტიშვილის უწყება სამხედრო სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ვრცლად
18.თებერვალი.2019 14:14
670

„ევროპული საქართველო“ კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებს

ვრცლად
18.თებერვალი.2019 13:21
66

საქართველოს უახლესი ისტორია არსის 30-წლიან ბიოგრაფიაში

ვრცლად