მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#დრონი​, რომელსაც ვაქცინის ტრანსპორტირება შეუძლია

BM.GE
24.03.21 08:35
285
“მეი 21 ობზერვერის” პროტოტიპზე მუშაობა გუნდმა 2017 წლიდან დაიწყო. ჯერ კიდევ წლების წინ Unmanned Air Technologies-ის დასახული ჰქონდა, რომ უპილოტო საფრენი ტექნოლოგიები ჩვენს ქვეყანაშიც განვითარებულიყო. მოგვიანებით გუნდმა GITA-ს საგრანტო კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ჯერ 40 სტარტაპს შორის შეირჩა; შემდეგ კი საკონკურსო ფინალში გაიმარჯვა და 100.000-ლარიანი გრანტი მიიღო. თუმცა გრანტი დრონის განვითარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მოწყობილობის საბოლოო გამართვისთვის სტარტაპი Unmanned Air Technologies-ი დამატებით ინვესტიციებს ელის. რა სფეროში შეიძლება ამ დრონის პროტოტიპის გამოყენება?