მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯეოსელმა" ახალ სიხშირეში 25 მილიონზე მეტი გადაიხადა

5ba364dc4ac3d
თამუნა დემეტრაშვილი
20.09.18 13:12
1391
კომპანია ,,ჯეოსელმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიაში 25 მილიონ 391 ათასი ლარი გადაიხადა. 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სიხშირეზე აუქციონის გამოცხადების თხოვნით, კომპანიამ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ივლისის თვეში მიმართა. დღეს გამართულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი მხოლოდ ,,ჯეოსელს“ ჰქონდა შეტანილი. აღნიშნული ლიცენზიით, კომპანია 15 წლის განმავლობაში ისარგებლებს. სიხშირის გამოყენებას, ,,ჯეოსელი“ ინტერნეტის სერვისი მიწოდების განვითარებისთვის გეგმავს.