12.თებერვალი.2019 22:00
ეკონომიკა

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ვაკეში 5 ადგილას ფიტნეს ზონა მოეწყობა

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით,  ვაკეში 5 ადგილას ფიტნეს ზონა მოეწყობა
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, რამიშვილის N31-ში, ყიფშიძის N16-სა და ფალიაშვილის N32-ში ეზოების მოწესრიგება დაიგეგმა.

აღნიშნულ მისამართებზე ამჟამად, ბორდიური ეწყობა და გზის საფუძველი მზადდება. სამუშაოების ბოლო ეტაპზე კი, 1 000-მდე კვ.მ ფართობის ეზოებში ასფალტის საფარი დაიგება.

საგზაო პროექტი ასევე, ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტალში, ჟღენტის ქუჩის N2 გ-ს მიმდებარედ ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი 1 480 კვ.მ ფართობზე დაიგება.

„გასული წლის მსგავსად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. უკვე დავიწყეთ და აქტიურად მიმდინარეობს 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება. შიდა გზების რეაბილიტაცია ამ დროისთვის, ათ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონა ხუთ მისამართზე ეწყობა. მოგვიანებით, სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც დავიწყებთ, რომელთა შორის სკვერების მოწყობა, დამცავი კედლების მშენებლობა, მოპირკეთება და სხვა სახის სამუშაოები შედის“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.


ავტორი: თელარა გელანტია



19.თებერვალი.2019 14:53
12

"ხაზარაძე და ჯაფარიძე დეპუტატებთან შესახვედრად მზად არიან"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:42
90

ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის საქმეს" ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:40
95

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
263

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
196

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
270

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად