12.იანვარი.2019 18:08
საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა

ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება.

ამის შესახებ მინისტრმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადა, სადაც ის "ტამიფლუს" ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრო.

„ჩამოვიდა "ტამიფლუს" დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი, 13000 სამკურნალო დოზა. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით: პირველია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი ხვალ, 12:00 საათამდე იმუშავებენ ზეგანსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშავონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა - აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე - 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან - რაიონებში. მესამე მიმართულება არის - საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის "ტამიფლუს" უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაშია, თუმცა სერგეენკოს თქმით, ტენდენცია კლებადია.
ავტორი: თელარა გელანტია



19.იანვარი.2019 00:45
77

#10 წლის ჩელენჯი - უკავშირდება თუ არა ვირალური კამპანია სახის ამოცნობის სისტემის დახვეწას

ვრცლად
19.იანვარი.2019 00:10
118

ვის ჩამოეწერება 22 მლნ ლარამდე ჯარიმა-საურავი? - მთავრობის ინიციატივა

ვრცლად
18.იანვარი.2019 22:32
430

GIG: მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, დავით ბეჟუაშვილს განცხადება არ გაუკეთებია

ვრცლად
18.იანვარი.2019 21:31
205

როგორი იქნება ბუშის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია - ფოტო

ვრცლად
18.იანვარი.2019 20:42
61

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა უქმდება

ვრცლად
18.იანვარი.2019 20:25
39

VTB ბანკის მხარდაჭერით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინ მაღაზია გაიხსნა

ვრცლად