მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი ცე ჰეპატიტის ბიუჯეტის აუთვისებლობის მიზეზებს განმარტავს

5be966591559a
ელენე გოგბერაშვილი
12.11.18 15:37
955
ჯანდაცვის მინისტრი დღესვე ცე ჰეპატიტის ბიუჯეტის აუთვისებლობის საკითხსაც გამოეხმაურა. ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი 14 მილიონ 257 ათასი ლარია, ხაზინის ბოლო მონაცემებით კი პროგრამის ბიუჯეტიდან მხოლოდ 4 მილიონ 716 ათასი ლარია დახარჯული. დავით სერგეენკო გრაფიკთან ჩამორჩენას პირველ რიგში პაციენტთა ნაკლებ აქტიურობას უკავშირებს.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და ველოდებით, რომ 150 ათას ადამიანს სჭირდება მკურნალობა. პროგრამის დიზაინი ასეთია, რომ მათგან 90%-მა უნდა ჩაიტაროს სკრინინგი. ვნც სკრინინგს ჩაიატარებს მინიმუმ 90%-მა უნდა იმკურნალოს და მათგან, ვინც იმკურნალებს 90%-მა მინიმუმ უნდა მოირჩინოს ეს დაავადება.

მესამე პუნქტშიჩვენ უკვე წინსწრება გვაქვს. 95%-ის მაგივრად 98 გვაქვს განკურნების მაჩვენებელი,მაგრამ მკურნალობაში ჩართვაში არის ჩამორჩენა. ამ ჩამორჩენის მიზეზია რა, თუ პირველ ეტაოზე პაციენტებმა იცოდნენ, რომ ეს ავადმყოფობა ჰქონდათ, თვითონ მოითხოვდნენ ჩართვას პროგრამაში, რადგან შორს წასული სტადიები ჰქონდათ, რომელთაც ჩვენ უკვე ვუმკურნალეთ 50 ათას ადამიანს. ჩვენ ველოდებით, რომ 75 ათასი ადამიანი კიდევ უნდა ჩაერთოს.მათმა 99%-მა არ იცის, რომ ავად არის, იმიტომ რომ არ აწუხებს, ამიტომ ჩვენ ვართ პროაქტიულები. იუსტიციის სახლი გვეხმარება, მობილური ლაბორატორიები გავხსენით, კარდაკარ დავდივართ და ვაკაკუნებთ, ოღონდ მოვიდნენ და ჩაერთონ.

გათვლები ტარდება ელიმინაციის მიზნებთან მიმართებაში.კერძოდ, თვეში 2500 პაციზეტზე. მიუხედავად ჩვენი პროაქტიულობისა, თვეში ჩართვა არის 1000 პაციენტის მხოლოდ. ჩვენ ძალისხმევას არ ვაკლებთ, რომ მეტი ჩაერთოს, მაგრამ ბიუჯეტი ითვლება პარტნიორებთან შეთანხმებით ელიმინაციის თარგეტებთან მიმართებაში. ამიტომ არის სწორედ გრაფიკს ჩამორჩენა“-განმარტავს bm.ge-ს კითხვაზე საპასუხოდ დავით სერგეენკო.