11.თებერვალი.2019 12:47
ეკონომიკა

ივნისიდან ტალინი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

ივნისიდან ტალინი-ბათუმის  მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება
მიმდინარე წლის ივნისიდან ტალინი-ბათუმის მიმართულებით, პირდაპირი ჩარტერული ავიარეისები დაიწყება.

ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ტალინიდან გადაცემა „საქმიან დილაში“ ჩართვისას განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ ტალინში ტურისტულ გამოფენაზე - „TUEREST 2019” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

რიჟვაძის ინფორმაციით, ტალინიდან-ბათუმის მიმართულებით ავიარეისების დაწყებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„ესტონელი ტურისტები განსაკუთრებით საზღვაო ტურიზმით ინტერესდებიან, ამიტომაც, პირველ ეტაპზე ეს იქნება ფრენა, რომელიც განხორციელდება ზაფხულის სეზონზე, ორი თვის განმავლობაში, ყოველკვირეულად, რადგან ესტონელებს განსაკუთრებით საზღვაო ტურიზმი აინტერესებთ, თუმცა თუ ამ ქვეყნიდან ტრაფიკსა და ვიზიტორების მზარდ დინამიკას გავითვალისწინებთ, შესაძლებელია, რეისმა კიდევ უფრო რეგულარული ხასიათი მიიღოს და ფრენების რაოდენობაც გაიზარდოს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისებს ავიაკომპანია Smartlynx Airlines განახორციელებს.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის სექტემბრიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა იგეგმება ლიეტუვას დედაქალაქიდან, რაც აჭარის ოთხი სეზონის ტურისტულ რეგიონად გადაქცევის პროექტის ნაწილია.
ავტორი: მარიამ ადამია



19.თებერვალი.2019 14:42
23

ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის საქმეს" ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:40
64

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
205

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
157

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
220

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
206

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად