მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლიან, თუ არა, დედაქალაქში მიკროავტობუსები?

5bcdb4046653d
თამუნა დემეტრაშვილი
22.10.18 15:25
567
ივლიან თუ არა დედაქალაქში მიკროავტობუსები? - ამის შესახებ წლის ბოლოს გახდება ცნობილი, როცა კომპანია "სისტრა" თბილისის სატრანსპორტო სისტემის კვლევას დაასრულებს. ,,კვლევა ინვარიში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. გვექნება ქალაქის სატანსპორტო ,,მასტერ-პლანი”, რომელიც დედაქალაქს არასოდეს ჰქონია. მისი საშუალებით, ჩვენ შევძლებთ სწორად გადავანაწილოთ სატრანსპორტო ხაზები, სწორად დავუკავშიროთ ერთმანეთს ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი. ასევე გვეცოდინება გვჭირდება თუ არა მიკრო ავტობუსები ქალაქში”-განაცხადა კახი კალაძემ „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის - „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“-პრეზენტაციაზე . ,,სისტრას” კვლევა EBRD გრანტით მიმდინარეობს და ის 1 მილიონ ლარამდე დაჯდება.