მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანკა ტრამპს ფეხსაცმლის დიზაინის მოპარვაში ადანაშაულებენ

594fb2cbbcfdf
BM.GE
25.06.17 17:00
1384
ივანკა ტრამპს ფეხსაცმლის დიზაინის მოპარვაში სდებენ ბრალს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილს მოუწევს სასამართლო საწინააღმდეგოში დაარწმუნოს. საუბარია სარჩელზე, რომლის მიხედვითაც ივანკა ტრამპის კომპანია IT Collection-მა დიზაინი სხვა კომპანიიდან გადაიღო.

საქმეს ნიუ-იორკის სასამართლო განიხილავს, თუმცა, მოსამართლე დათანხმდა, რომ ივანკა ტრამპმა გადატვირთული გრაფიკის და მოუცლელობის გამო ჩვენება ვაშინგტონში მისცეს, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს. სასამართლოს გადაწვეტილებით, დაკითხვა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა შედგეს.

საჩივარი სასამართლლოში იტალიურმა ფეხსაცმლის მწარმოებელმა Aquazzura-მ შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ივანკამ მათი მაღალქუსლიანი სანდლების Wild Thing-ის დიზაინი გადაიღო, რომლის ფასიც 800 დოლარს შეადგენს.

პლაგიატის ნიშნები იტალიურმა კომპანიამ Hettie-ს მოდელებზე შენიშნა, რომელიც 150 დოლარი ღირს და რომელიც ტრამპის კომპანიამ გამოუშვა.
ივანკა ტრამპმა კი განაცხადა, რომ კომპანიის საქმიანობაში უკვე აღარაა ჩართული და ის მამის მრჩევლის ფუნქციას ითავსებს. თუმცა, სასამართლოში აცხადებენ, რომ კოლექციები მის გარეშე ბაზარზე არ გამოდის.