11.თებერვალი.2019 09:58
ეკონომიკა, საზოგადოება

ივანკა ტრამპი, შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს

ივანკა ტრამპი, შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილი ივანკა ტრამპი, შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს.

ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ განაცხადა, რომელმაც აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა და შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს იყო პირველი პრეცენდენტი, როცა აშშ-ის პრეზიდენტს საქართველოდან შეხვდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ხელისუფლების წარმომადგენელი... მე ნეიტრალური მხარე ვარ და სწორედ ჩემგან მოისმინეს ის, რასაც ამერიკელი ხალხი საქართველოს უკეთებს. ივანკა ტრამპმა კი, ჩემი მაგალითი მოიწონა და აღნიშნა, რომ ეს არის ამერიკელი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადების სწორი გამოყენების ნათელი მაგალითი; ჩემი სიტყვით გამოსვლაც სპონტანური იყო“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.

მისი თქმით, ივანკა ტრამპმა დადო პირობა, რომ ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა იმ პროექტებს, რომლებსაც ახორციელებს ამერიკის სახელმწიფო საქართველოში და ნახავს ბენეფიციარებს, რომლებიც მათი ხელშეწყობით იუმჯობესებენ ცხოვრებას.

ნინო ზამბახიძემ ასევე აღნიშნა ისიც, რომ აშშ საქართველოს კარგ მაგალითად მიიჩნევს ჩვენს რეგიონში და მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს, მათ შორის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

გარდა ამისა, ივანკა ტრამპმა ნინო ზამბახიძეს მიმართა. მან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს აშშ-ის მთავრობის ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.

ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.

„ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რომ ვუთხრა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს, რომ ისინი ადამიანების ცხოვრებას მსოფლიოს გარშემო უკეთესობისკენ ცვლიან. მე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტი მივიღე. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ აქვთ. ჩემთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა გადამელახა ეს გამოწვევა. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ. ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მეთაურობით აშშ-საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება. საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს. ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ. თქვენი პროექტები, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ ნამდვილად მასშტაბურია.

ქალებს აქვთ მომავალი და მთელ მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომელსაც არ შეუძლია მოვიდეს და ეს პირდაპირ გითხრათ. აშშ-ს პროგრამების მონაწილეთა სახელით მსურს მადლობა გითხრათ“, - მიმართა ნინო ზამბახიძემ ამერიკის პრეზიდენტს.

თავის მხრივ დონალდ ტრამმა მას მადლობა გადახაუდა:

"ძალიან დიდი მადლობა, ამას ძალიან ვაფასებ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ავტორი: მარიამ ადამია



19.თებერვალი.2019 14:40
3

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
134

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
112

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
167

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
178

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:59
238

"ერთია, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორეა, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას"

ვრცლად