მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანკა ტრამპი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილება

5c39d026c1c38
გიორგი ისაკაძე
12.01.19 16:00
1517
Financial Times-ის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ივანკა ტრამპის კანდიდატურაც განიხილება.

საქმე იმაშია, რომ The Guardian-ის ცნობით, ჯიმ ენ კიმი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტს 1 თებერვალს დატოვებს.

ივანკა ტრამპის გარდა, Financial Times-ის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე შესაძლო კანდიდატებს შორის, ასევე, გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ მელპასი და USAID-ის ხელმძღვანელი მარკ გრინი არიან.

FT-ის ინფორმაციით, კანდიდატურების შიდა განხილვის პროცესი დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ, The Guardian წერდა, რომ შესაძლოა, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოზიცია ბანკის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ დაიკავოს.

კრისტალინა გეორგიევა მსოფლიო ბანკში 1993 წლიდან მუშაობს. 2004 წელს ის გახდა ორგანიზაციის დირექტორი და წარმომადგენელი რუსეთში. 2017 წლიდან, გეორგიევა მსოფლიო ბანკის მთავარი აღამსრულებელი დირექტორია.

რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს ჯიმ ენ კიმს, ის კვლავ მსოფლიო ბანკში მუშაობის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა უკვე ახალ თანამდებობაზე, სადაც ის  ყურადღებას ძირითადად განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ინვესტიციების მოზიდვაზე გაამახვილებს.