მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის თქმით, ოქუაშვილს თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ახალი პროექტის დაწყებაზე ესაუბრა

5bcf6877bf360
BM.GE
23.10.18 22:24
877
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა მან თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ახალი პროექტის დაწყების შესახებ გამართა. 

"საქმის მოგვარებაზე რომ იყო საუბარი ეს არსად არ ჩანს. იმ ჩანაწერებშიც კი რაც ფალსიფიცირებული იყო. რომელიც დადასტურდა რომ გადაკეთებული იყო. იქაც კი ვერ დადასტურდა, რომ საქმის მოსაგვარებლად იყო მოსული. ბიზნესმენებს მე ვხდები და ეს ძალიან კარგია რომ ვხდები. ძალიან ბევრია ასეთი ბიზნესმენი. როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს ისე შევხდი. და ძალიან კარგ პროექტს გავაკეთებდით და ვაპირებდით. ბაჩიაშვილმა ისაუბრა ამ პროექტის შესახებ.

ბიზნესმენთან შეხვედრა პრემიერმინისტრის რანგში, თუ პარტიის თავმჯდომარის რანგში [ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე: არ იყავით მაშინ პრემიერი] დიახ ბიზნესმენის რანგში, არ ვიყავი არც პარტიის თავმჯდომარე და არც პრემიერმინისტრი. ბიზნესმენებთან შეხვედრა თქვენ თვლით რომ დანაშაულად აღიქმება?

თქვენ იცით რამდენ ბიზნესმენს ვხდები? მე ძალიან ბევრს ვეხმარები ბიზნესმენებს. თანაინვესტირების ფონდის შესახებ გაგიგიათ? თქვენ იცით რამდენ თანხას ვხარჯავთ?,"- ამბობს ივანიშვილი.

10 ოქტომბერს ივანიშვილის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ის ოქუაშვილს "საინტერესო პროექტის" განხორციელებაში დასახმარებლად შეხვდა. 

"ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და მთხოვა ლევან ყიფიანს შევხვედროდი და მას საინტერესო პროექტის განხორციელებაში დავხმარებოდი. მალევე შევხვდი ლევანს; პროექტი შეეხებოდა თამბაქოს მოყვანას ლაგოდეხსა და აჭარაში და ასევე სიგარის წარმოებას, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის. პროექტი თავშივე ჩემთვის იმდენად რისკიანი და გაუგებარი იყო, რომ გახსენებაც არ მინდა რა ომი გადავიტანე, რომ ის იმ თავდაპირველი ფორმით არ დაწყებულიყო. ძალიანაც კარგი, რომ ბოლო-ბოლო არც განხორციელდა,"- ამბობდა ბაჩიაშვილი.