მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბერკეტი აქვს სებს ინფლაციის შესამცირებლად?

BM.GE
03.02.22 12:11
448
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე დატოვა. მოქმედი განაკვეთი გასული წლის დეკემბრიდან არის ძალაში, რის მიზეზად რეკორდულად მაღალი ინფლაცია სახელდება.

სები ფასების შემცირებას კვლავ გაზაფხულიდან პროგნოზირებს, მათ მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებულ მაღალი ინფლაცია საწვავის გაძვირებული ღირებულებით, გლობალურად გაზრდილი სურსათის ფასით და ლოგისტიკის გაძვირებით იხსნება. ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ამ ფაქტორებს გარკვეულწილად ანეიტრალებს. 

ეროვნული ბანკი 2021 წლის წინასწარ ეკონომიკური ზრდის მიზეზებსაც აფასებს და მას რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორისაა ფისკალური სტიმული, რომელიც მთავრობის გაზრდილმა ხარჯვამ განაპირობა, ასევე საბანკო დაკრედიტება, ექსპორტის ზრდა და ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა. 2022 წლისთვის სებ-ი 5%-იან ზრდას მოელის, რაც მთავრობის 6%-იან პროგნოზზე დაბალია. 

რა ეფექტი აქვს რეფინანსირების განაკვეთის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას და რამდენად რეალისტურია ინფლაციის გაზაფხულიდან შემცირება? 

სტუმარი: მიხეილ კუკავა - PMC კვლევის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი.