29.დეკემბერი.2015 15:23
ბიზნესი

ივა ჭყონია ხადურის განცხადებაზე: წარმოუდგენელი ფრაზები მოვისმინე - ჩვენთან თურმე ურთიერთობა არ შეიძლება

ივა ჭყონია ხადურის განცხადებაზე: წარმოუდგენელი ფრაზები მოვისმინე - ჩვენთან თურმე ურთიერთობა არ შეიძლება
"წარმოუდგენელი ფრაზები მოვისმინე - ჩვენთან თურმე ურთიერთობა არ შეიძლება“, - აღნიშნულის შესახებ კომპანია "გრანდის"დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ ნოდარ ხადურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ბიზნესმენი თვლის, რომ თუ მთავრობას კონკრეტულ ბიზნესმენებთან ახლო კონტაქტი არ ექნება, ახალ გუნდს "არანაირი მომავალი" არ ექნება.
 
"ბიზნესმენი თუ არ იქნება, არც ბიზნესი იარსებებს. რასაც ვუსმინე, ამას მხოლოდ იუმორის სახე შეგვიძლია მივცეთ. დაახლოებით ისეთივე, როგორიც ერთ-ერთმა ჩვენმა თვალსაჩინო პარლამენტარმა ახსნა "იბიარდი", ამდაგვარი რაღაც გამახსენდა. როგორ შეიძლება მეგობრული იყო ბიზნესთან და არა ბიზნესმენებთან? ვთვლი, რომ თუ მთავრობას კონკრეტულად ბიზნესმენებთან ახლო კონტაქტი არ ექნება, არანაირი მომავალი თუნდაც ახალ გუნდს არ ექნება. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ახალი პრემიერი გაითვალისწინებს, გულისყურით მოეკიდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს, მის გუნდში მუშაობას ვინ გააგრძელებს.

თითოეული ჩვენგანი, თითოეული ბიზნესმენი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მილიონობით ლარი შეგვაქვს და ათასობით ადამიანი გვყავს დასაქმებული, მთავრობა უნდა უფრო ახლოს დაგვიადგეს, მეტად მოგვისმინოს და უფრო მეტად მიიტანოს ჩვენი გულის ტკივილი და არა ისე, როგორც ეს ნოდარ ხადურმა განაცხადა. ჩვენთან თურმე ურთიერთობა არ შეიძლება, - წარმოუდგენელი ფრაზები მოვისმინე", - განაცხადა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესთან ურთიერთობაზე კომენტარი ნოდარ ხადურმა გუშინ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მეგობრული იქნება ბიზნესისადმი და არა ბიზნესმენებისადმი.




18.მარტი.2019 12:26
1357

"ჯიგრები" - რა მომსახურებას სთავაზობს ქართული სტარტაპი მომხმარებელს

ვრცლად
07.მარტი.2019 13:30
312

საწარმოებს გარემოზე ზემოქმედებისთვის ფინანსური ვალდებულება დაეკისრებათ

ვრცლად
06.მარტი.2019 17:20
962

აშშ-ში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

ვრცლად
06.მარტი.2019 12:24
312

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ვრცლად
06.მარტი.2019 10:25
616

თამაზ დაუშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია

ვრცლად
02.მარტი.2019 13:20
381

რომელ პროექტებზე იქნება დაშვებული კ2 კოეფიციენტის მატება?

ვრცლად