28.იანვარი.2016 15:08
ბიზნესი

ივა ჭყონია: სახელმწიფო ბიზნესზე და ბიზნესმენებზე დგას

ივა ჭყონია: სახელმწიფო ბიზნესზე და ბიზნესმენებზე დგას
იმპორტიორები ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ. როგორც "გრანდის" დამფუძნებელი, ივა ჭყონია, "ბიზნესკონტქთან" საუბრისას აცხადებს, კომპანია 100 პროცენტით უცხოურ ვალუტაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ლარის გაუფასურების გამო, კომპანია საკმაოდ ბევრ თანხას კარგავს.
 
"რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. შარშანწინ კურსი 1,75-ზე იყო. დღეს ჩვენ იმ პროდუქციის ამოღება, რომელიც საცალო ქსელში მოხვდა, რადილაკურად განსხვავებული კურსით გვიწევს, არა 1,75-ით, არამედ 2,30-2,40-ით, რის გამოც ძალიან დიდი თანხები იკარგება.

თუ მთავრობამ შესაბამისად არ იმოქმედა და ბიზნესის მიმართულებით ხელშეწყობა არ იქნება, - თუნდაც იგივე პროექტებით, რაც შეეხება მოგების გადასახადს და ა.შ. - ბიზნესი სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება. დაანონსებული ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს, პროექტი რამდენიმე დღეში უნდა განახორციელონ და არა რამდენიმე თვეში. სახელმწიფო ბიზნესზე და ბიზნესმენებზე დგას", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

რაც შეეხება მთავრობისა და ეროვნული ბანკის ქმედებებს, ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ რეზერვების ხარჯვით ლარის გამყარება, სამომავლოდ სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

"ხელისუფლების დადანაშაულება კურსთან დაკავშირებით, ალბათ არასერიოზული იქნება. არც ეროვნლი ბანკის დადანაშაულება შეიძლება ამაში, რადგან ჩემი ხედვით, მამაქსიმალურს აკეთებს, რისი შესაძლებლობაც აქვს. არ შეიძლება რეზერვების მაქსიმალურად გამოტანა კურსის შესაჩერებლად. ჯობია რეალურად მივყვეთ იმ კურსს, რაც მსოფლიოშია, ვიდრე რეზერვები ვხარჯოთ და შემდეგ რეალობაში გავიღვიძოთ და კატასტროფა დაგვხვდეს.

სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს ის გარემოება, თუ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი სვალუტო რეზერვებს გამოიტანს და ლარს დროებით დაასტაბილურებს ან გაამყარებს. გრძელვადიან პერსპექტივაში ამით საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეექმნება ქვეყანას. თუ ახლა კურსი 1-2 ან 3 პუნქტით იმატებს, შემდეგში ეს შეიძლება 50 პუნქტით მოხდეს. მითუმეტეს, რომ 2016 საარჩევნო წელია. ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის მომავალმა პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს,’’- ამბობს ივა ჭყონია.



18.მარტი.2019 12:26
1297

"ჯიგრები" - რა მომსახურებას სთავაზობს ქართული სტარტაპი მომხმარებელს

ვრცლად
07.მარტი.2019 13:30
308

საწარმოებს გარემოზე ზემოქმედებისთვის ფინანსური ვალდებულება დაეკისრებათ

ვრცლად
06.მარტი.2019 17:20
960

აშშ-ში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

ვრცლად
06.მარტი.2019 12:24
310

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ვრცლად
06.მარტი.2019 10:25
616

თამაზ დაუშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია

ვრცლად
02.მარტი.2019 13:20
376

რომელ პროექტებზე იქნება დაშვებული კ2 კოეფიციენტის მატება?

ვრცლად