მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იუჯითის" თალლითობაში ადანაშაულებენ და კომპანიის შავ სიაში შეტანას ითხოვენ

5bb3083fd4224
თამუნა დემეტრაშვილი
02.10.18 10:00
2613

კომპანია ,,იუჯითის“ თაღლითობაში ადანაშაულებენ. შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში შესაბამისი საჩივარი შპს ჰაი-ტექ სოლუშენსმა შეიტანა. მოსარჩელე ,,იუჯითის“ დისკვალიფიკაციას და კომპანიის შავ სიაში შეტანას ითხოვს. საუბარია საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ გამოცხადებულ 1,1 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერზე, რომლითაც სახელმწიფოს სარეზერვო ასლების მართვის და ვირტუალური გარემოს მონიტორინგის პროგრამები და ლიცენზიები უნდა შეეძინა. შპს ჰაი-ტექ სოლუშენში bm.ge-ს განუმარტეს, რომ კომპანიამ, სატენდერო კომისიას სხვა მწარმოებლის დოკუმენტაცია შესთავაზა, მაშინ როცა რეალური მწარმოებელი სხვაა.

,,შპს „იუჯითი“ თაღლითური გზით შეეცადა კომისიის შეცდომაში შეყვანას და ცხრილში შესყიდვის ობიექტის მწარმოებელ მიუთითა კომპანი HPE, რაც არის პრეტენდენტის მიერ აშკარა და მიზანმიმართული ტყუილი იმის გამო, რომ აღნიშნულ ტენდერში მოიპოვოს გამარჯვება და ხელშეკრულების გაფორმების უფლება, ვინაიდან ნამდვილი მწარმოებელი კომპანია არის “Veeam Software” „-ნათქვამია საჩივარში.

უნდა აღინიშნოს, რომ სატენდერო კომისიამ ,,იუჯითი“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერიდან უკვე გამოთიშა, თუმცა არა იმ მუხლით, რასაც მოსარჩელე ითხოვს. შპს ჰაი-ტექ სოლუშენსში მიაჩნიათ, რომ ,,იუჯითი“ უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან მათ ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ ის მუხლი დაარღვიეს, რომელიც უპირობო დისკვალიფიკაციისა და შავ სიაში შეტანის საფუძველია. Bmg დაუკავშირდა იუჯითისაც და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.