მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში ქართული ღვინის მაღაზია გაიხსნა

5adde9d38c29d
მაია ბიწაძე
23.04.18 18:10
1636
"მეღვინეობა ხარებამ" ევროპაში ღვინის მაღაზია გახსნა. როგორც კომპანიის დირექტორმა გიორგი ეზუგბაიმა განაცხადა, პირველი ქართული ბრენდული ღვინის მაღაზია იტალიაში, ქალაქ ბარში გაიხსნა. ღონისძიებას ოფიციალური დელეგაცია და დიპლომატები ესწრებოდნენ, რომელთაც საშუალება ჰქონდათ "მეღვინეობა ხარებას" ღვინოები დაეგემოვნებინათ, მათ მაღაზიის კონცეფცია და სამომავლო გეგმები გააცნეს.

"მსოფლიოში ღვინის წარმოების ლიდერის სტატუსს იტალია დღემდე ინარჩუნებს, ამიტომ ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ბრენდული მაღაზიის გახსნა, როგორც ქვეყნისთვის ასევე კომპანიისთვის უკვე დიდი წარმატებაა.

ამ სიახლემ უკვე გამოიწვია ადგილობრივ საზოგადოებაში დიდი ინტერესი, როგორც კომპანიის ასევე ზოგადად ქართული ღვინის მიმართ. კომპანიის მიზანია მომავალში მსოფლიოს მასშტაბით საფირმო მაღაზიებით ბაზარზე პოზიციონირების გამყარება"- განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.

"მეღვინეობა ხარებას" მაღაზია ტურისტულ ცენრტში მდებარეობს, სადაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მთლიანი ასორტიმენტია წარმოდგენილი.