13.მარტი.2018 19:20
საზოგადოება

ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყოს

ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყოს
ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყოს, - ამის შესახებ ისრაელი-საქართველოს ბიზნესპალატის ხელმძღანელმა, ,,ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა, იციკ მოშემ ,,საქმის კურსში“ განაცხადა.

,, მალე გვექნება საპილოტე გეგმა, რომლის თანახმადაც ადამიანები ისრაელში სამუშაოდ წასვლას ორგანიზებულად შეძლებენ და მათ არ მოუწევთ ამისთვის თანხების გადახდა, ჩვენ ვართ წინააღმდეგი, რომ ადამიანები ისრაელში სამუშაოდ ფულის გადახდის შედეგად წავიდნენ, ეს უნდა იყოს უანგაროდ.

რაც შეეხება სამუშაო ვიზებს, მე ვურჩევ ადამიანებს, რომ არანაირი თანხა არ გადაიხადონ, ვინაიდან, თუ ეს საპილოტე გეგმა მოგვარდება, მოწესრიგდება და იქნება წარმატებული, ისინი შეძლებენ ისრაელში სამუშაოდ ოფიციალურად ჩავიდნენ. ამ პილოტ გეგმის თანახმად კვოტა შესაძლოა იყოს დაწყებული ასიდან, დამთავრებული 10 ათასამდე. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მხოლოდ საქართველოდან იყოს კვოტა და იყოს ათობით ათასი, ისრაელს სჭირდება ძალიან ბევრი თანამშრომელი, პროფესიონალები სამშენებლო სფეროში, სოფლის მეურნეობაში. ამ პროცესის მოგვარება ორივე ქვეყნის მთავრობის აქტიურ მუშაობას საჭიროებს “ - განაცხადა იციკ მოშემ.
ავტორი: მაია ბიწაძე



22.მარტი.2019 01:00
53

„ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს“

ვრცლად
21.მარტი.2019 22:58
652

რა შემთხვევაში შეეძლებათ კომპანიებს, რომ შენობები სიმაღლეში გაზარდონ? - კალაძის შეთავაზება

ვრცლად
21.მარტი.2019 16:18
276

8 მოთხოვნა, რომელიც კრედიტორებმა ანაკლიის პორტის პროექტზე სახელმწიფოს წარუდგინეს

ვრცლად
21.მარტი.2019 11:55
885

სამშენებლო სექტორში ეკონომიკური ვარდნაა

ვრცლად
20.მარტი.2019 21:49
136

„5-6 წლის განმავლობაში ახალი სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 7 მლრდ დაიხარჯება“

ვრცლად
20.მარტი.2019 16:13
4330

ჭავჭავაძის გამზირზე კერძო ავტომანქანები გაჩერებას ვეღარ შეძლებენ - რა არის მერიის მიზანი?

ვრცლად