მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისნის ბაზრობაზე მომხდარ ხანძარზე გამოძიება დაწყებულია

5997fe366dd55
BM.GE
19.08.17 13:00
1312
ისნის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. როგორც "საქმის კურსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში კი "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ დამწვარია დაახლოებით 1200 კვ.მ. საუბარია ბაზრობის იმ ნაწილზე, სადაც მეორადი ავტომობილების ნაწილები იყიდება. უწყების ცნობით, ზარი ხანძრის შესახებ ღამით, დაახლოებით 04:00 საათამდე, შევიდა და ადგილზე 20-ზე მეტი სამაშველო ბრიგადა, დაახლოებით 100 მეხანძრე, გავიდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება 40-45 წუთში უკვე აღარ იყო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მოვაჭრეები ჟურნალისტებთან აცხადებენ, რომ პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდათ.