მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: რა გვიჯდება სამხარეო ადმინისტრაციების სატრანსპორტო გადაადგილება?

BM.GE
05.06.19 10:25
743
გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 49% მაღალი გამავლობის ავტომობილებისგან შედგება და მათ შორის ჭარბობს Toyota Landcruiser-ის სხვადასხვა მოდელი (Prado, 200, 150), - გუბერნატორების ადმინისტრაციის ავტოპარკის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, გუბერნატორების ადმინისტრაციების ბალანსზე აღირიცხება 20 Toyota Landcruiser, 24 Shkoda Octavia, 6 Mitsubishi Pajero/L200, 5 Toyota Camry/Corola და 23 სხვადასხვა. კვლევაში მითითებულია, რომ ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია Toyota Landcruiser-ის მოდელის ავტომობილი. მათ შორის, ყველაზე ახალი, 2016 წელს გამოშვებული Toyota Landcruiser Prado განპიროვნებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე, რომელიც ჩანაცვლების წესით შესყიდულია 2017 წელს. დღეის მდგომარეობით, მისი ღირებულება 90,404 ლარია. სახელმწიფო გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული.


სტუმარი: გოგა თუშურაშვილი - IDFI, სოციალური და ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი