მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISET-ი მეოთხე კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას და მშპ-ს 3,6%-იან ზრდას პროგნოზირებს

5676884673502
BM.GE
20.12.15 14:44
1318
2015 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა სტაბილიზაციის ნიშნებით გამოირჩევა, ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3 პროცენტი შეადგინა, 10 თვის საშუალო მონაცემმა კი 2,8 პროცენტი. ISET-ი წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დაჩქარებას და მშპ-ს 3,6 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს. ეკონომისტების აზრით 2015 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2,9 პროცენტი იქნება. „საქართველოს ეკონომიკა რეგიონში არსებული სიტუაციის შემდეგ აღდგენას იწყებს“, - განმარტავენ ISET-ში.
 
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ეკონომიკური ზრდის მიზნობრივი მაჩვენებელი 2 პროცენტია.

მეოთხე კვარტალში, ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, [-100;100] სკალაზე 14-დან 11-მდე შემცირდა. ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობას 207 კომპანია იღებდა, ვაჭრობისა და ფინანსურმა სექტორებმა განსაკუთრებით დიდი კლება განიცადეს, მაშინ, როდესაც სოფლის მეორნეობის სექტორის განწყობა გაიზარდა. „აგვისტოში, გაცვლითი კურსის განმეორებითი და მოულოდნელი რყევის შემდეგ, ბიზნეს სექტორმა მოლოდინების გადააფასა და მოლოდინების ინდექსი 34-დან 16-მდე დაეცა“, - განმარტავენ ISET-ში და აღნიშნავენ, რომ შობა-ახალი წლის მოახლოვებამ მოსალოდნელი გასაყიდი ფასების ინდექსის ზრდა გამოიწვია.