07.დეკემბერი.2015 11:14
ბიზნესი

ირანიდან საქართველოსთვის გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია

ირანიდან საქართველოსთვის გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია
ირანიდან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია - ამის შესახებ განცხადება ბიზნესკონტაქტთან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დღეს ყველა ქვეყანა ცდილობს ირანთან ურთიერთოების დალაგებას და მათ შორის საქათველოც ,რომელსაც ამის ყველა წინაპირობა აქვს.
 
"ძვირია თუ არა, არის თუ არა მოწოდების ტექნიკური პრობლემა, - ეს არის სწორედ ის საკითხები, რომლებიც უნდა იყოს განხილული ირანთან სამუშაო შეხვედრების დროს. ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ირანთან საქმიანობა აქვთ ენერგეტიკული, შესაბამისად ჩვენ ამ ქვეყნებთან გვაქვს ენერგეტიკული საქმიანობა. ჩვენ ვართ რეგიონის ნაწილი. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი საზღვარი ირანთან და ორმხრივ ფორმატში ვერ ვილაპარაკებთ, ეს მოითხოვს მრავალმხრივ ფორმატსაც. წინაპირობების შეფასების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ არის სწორი დრო, და აბსოლუტურად ობიექტურია მთავრობის მიერ ამ წინადადებების ინიცირება. ეს შესაძებლობები ჩვენ უნდა შევაფასოთ და შევისწავლოთ. შედეგზე ორიენტირებით შემდგომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ირანი მხოლოდ მნიშვნელოვანი რესურსის მქონე ქვეყანა არაა, ჩვენ ვფიქრობთ რომ სხვა ქვეყნებიც შეიძლება დაინტერესდნენ ირანის რესურსით. ჩვენ შეიძლება ვიყოთ მომხმარებელი, მაგრამ ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი გვაქვს როგორც ტრანზიტულ ქვეყანას. ცდად ნამდვილად ღირს", - განაცხადა ვალიშვილმა.



24.ივნისი.2018 19:00
716

რატომ ვერ გავიდა მწვანილი და ბოსტნეული ექსპორტზე საუდის არაბეთში?

ვრცლად
24.ივნისი.2018 16:00
113

მექანიზაციის კომპონენტის ლიზინგით მხოლოდ ერთმა ფერმერმა ისარგებლა

ვრცლად
24.ივნისი.2018 15:30
80

ბროკ ბირმანი: მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება აუცილებელია

ვრცლად
24.ივნისი.2018 15:00
172

გურჯაანის რაიონში მარწყვის ახალი ბაღი გაშენდა

ვრცლად
23.ივნისი.2018 18:44
760

ტურისტები საქართველოში მოსანახულებელ ლოკაციებს ვირტუალურად შეარჩევენ

ვრცლად
23.ივნისი.2018 17:00
283

ბარგის შემნახავი კომპანია Luggage Storage Tbilisi დაიხურა

ვრცლად