15.თებერვალი.2016 10:12
მსოფლიო

ირანიდან ევროპაში ნავთობით დატვირთული ტანკერები ჩავიდა

ირანიდან ევროპაში ნავთობით დატვირთული ტანკერები ჩავიდა
ირანიდან ევროპაში 4 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერები ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის ხელმძღვანელმა, როკნოდინა ჯავადიმ გაავრცელა. "ორი მილიონი ბარელი ნავთობი ფრანგულმა კომპანია "ტოტალმა" შეიძინა, დანარჩენი კი რუსულმა და ესპანურმა კომპანიებმა", - განაცხადა ჯავადიმ. მისივე განცხადებით, რუსული კომპანია ირანულ ნავთობს თავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რუმინეთში გააგზავნის. იანვარში ფრანგულმა Total-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს ირანული ნავთობის შეძენაზე, რომელიც დღე ღამეში 150-დან 200 ათასი ბარელი ნავთობის ყიდვას გულისხმობს.

ირანისთვის სანქციების გაუქმების შემდეგ, ქვეყანამ განაცხადა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ნედლი ნავთობის ექსპორტს დღეში სულ მცირე მილიონ ბარელამდე გაზრდის.



25.სექტემბერი.2018 18:40
248

Bloomberg: საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებების ათეულშია

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 17:24
111

ესპანეთის მაღაზიებში ტანსაცმლის გასინჯვა ფასიანი ხდება

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 17:22
60

Deutsche Bank მარეგულირებლის ზედამხედველობის ქვეშაა

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 17:15
47

instagram-ის თანადამფუძნებლებმა კომპანია დატოვეს

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 10:48
125

ნავთობის ფასი $80-ს გადასცდა

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 21:00
435

ქალაქები სადაც ყველაზე მეტი საცობია

ვრცლად