მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანი პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში გაზის ექსპორტის დაწყებას გეგმავს

56f25009196dc
BM.GE
23.03.16 12:11
1284
ირანის პრეზიდენტი 25-26 მარტს პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს გამართავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა პაკისტანასა და ირანს შორის მილსადენის აშენება იქნება, რომლის მეშვეობითაც პაკისტანს ირანული გაზი მიეწოდება.

სააგენტო IRNA-ს ცნობით, პაკისტანმა ირანს სანქციები საერთაშორისო სანქციების მოხსნიდან მოკლე ვადაში მოუხსნა. არსებული ინფორმაციით, პაკისტანს 21 მილიონი კუბური მეტრი ირანული გაზის ექსპორტი სურს.