09.იანვარი.2016 11:01
მსოფლიო

ირანელების მიერ მექაში ჩასვლაზე უარის თქმა, საუდის არაბეთს შესაძლოა $3 მლრდ დაუჯდეს

ირანელების მიერ მექაში ჩასვლაზე უარის თქმა, საუდის არაბეთს შესაძლოა $3 მლრდ დაუჯდეს
ირანთან განხეთქილება საუდის არაბეთს კოლოსალური ზარალით ემუქრება, იმ შემთხვევაში თუ ირანელები უარს იტყვიან მექაში მომლოცველობაზე. ყოველწლიურად 100 ათასი ირანელი ჩადის საუდის არაბეთში ჰაჯზე, ხოლო კიდევ 500 ათასი ირანელი - მცირე მომლოცველობის რიტუალის ჩასატარებლად. ირანელების წილი საუდის არაბეთში ჩასულ მომლოცველებს შორის 5%-ია. 2014 წლის მონაცემებით, ჰაჯმა ერ-რიადის ხაზინას $18.6 მლრდ მოუტანა, რაც საუდის არაბეთის მიერ ნავთობიდან მიღებული შემოსავლების 10%-ია. საუდის არაბეთის ეკონომისტების გათვლებით, ყოველი უცხოელი მომლოცველი ქვეყანაში ერთი ვიზიტისას დაახლოებით $5 ათასს ხარჯავს. ამრიგად, ირანელების მიერ მექაში ჩასვლაზე უარის თქმა, ერ-რიადს შესაძლოა $3 მლრდ დაუჯდეს.

ჰაჯზე უარის თქმა, ქვეყნებს შორის კრიზისის დროს არ წამოჭრილა, თუმცა მათ შორის სავიზო რეჟიმი მოქმედებს. საელჩოების დახურვის შემდეგ კი გაურკვეველია, სად შეძლებენ ირანელები საუდის არაბეთის ვიზის მიღებას. ცნობილი გახდა, რომ ირანელმა დიპლომატებმა საუდის არაბეთი დატოვეს. კონფლიქტის პროვოცირება კი, საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ შიიტი შეიხის ნიმრ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯის გამო მოხდა. 3 იანვარს ირანელი მომიტინგეები თავს დაესხნენ საუდის არაბეთის საელჩოს თეირანში, რის შემდეგაც საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა განაცხადა, რომ სამეფო წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს ირანთან.



16.ნოემბერი.2018 14:12
119

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 10,270 მლნ ბარელით გაიზარდა

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 22:00
361

სტაჟირება მსხვილ კორპორაციებში

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 14:51
137

რომელ ქვეყნებშია ყველაზე ძვირი კვების ობიექტები?

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 14:00
142

მსოფლიოში ტურისტული ცენტრების ცვლილებას პროგნოზირებენ

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 09:48
119

Alibaba-მ 1 დღიანი აქციის პერიოდში $30 მილიარდი გამოიმუშავა

ვრცლად
14.ნოემბერი.2018 13:24
148

ნავთობის ფასი შემცირდა

ვრცლად