მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირან-საქართველოს შორის საბანკო გადარიცხვების ნაწილზე კვლავ შეზღუდვაა

59512696f354e
ელენე გოგბერაშვილი
26.06.17 19:21
1025
ირანისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის მიუხედავად, ირან-საქართველოს შორის საბანკო გადარიცხვების ნაწილზე კვლავ შეზღუდვაა. ბიზნესმენი, ნაზი ალასანია, რომელსაც ირანიდან საგზაო ბიტუმი შემოაქვს, აცხადებს, რომ საბანკო გადარიცხვების პრობლემა ჯერ-ჯერობით არ მოხსნილა და სავაჭრო პარტნიორთან ანგარიშსწორება ისევ ნაღდი ფულით უწევთ. მისი თქმით, სწორედ საბანკო ტრანზაქციების პრობლემაა მთავარი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში ირანული ინვესტიციების განხორციელება ფერხდება.

"ფაქტორბრივად სანქციების გაუქმება არც მომხდარა. როგორც ადრე ვწვალობდით, დღესაც პარტნიორებთან ანგარიშსწორებას ნაღდი ფულით ვახდენთ. ყველაფერი ძველებურადაა, როგორც სანქციების პირობებში. ეს პროცესი ხელს უშლის ინვესტიციების განხორციელებასაც", - აცხადებს ბიზნესმენი.

ნაზი ალასანიას ინფორმაციით, აღიშნულ საკითხზე ირან-საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.