29.მარტი.2016 21:56
ეკონომიკა

ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დატოვა

ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დატოვა
ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დატოვა, მის განცხადებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
 
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის საქმე, რასაც აქამდე ვემსახურებოდი, მნიშვნელოვანი იყვნენ ის ადამიანები, ვის კეთილდღეობაზეც 24 საათი ვზრუნავდი.

სამსახურმა განახორციელა უამრავი პროექტი და იგეგმებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის წამოწყებები. ამიტომ მინდა წარმატება ვუსურვო იმ ადამიანს, ვინც დაიკავებს ჩემს ადგილს და ამ საქმეს გააგრძელებს.

შემომთავაზეს სხვა თანამდებობების დაკავება, თუმცა უარი განვაცხადე, რადგან ეს საქმე ჩემთვის მორალურად იყო მნიშვნელოვანი, მივდივარ და ვრჩები რიგით ვეტერანად. მე, ირაკლი შიხიაშვილი ყოველთვის ვუგულშემატკივრებ თითოეულ ვეტერანს და ვიდგები ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე“, - ნათქვამია განცხადებაში.



16.ნოემბერი.2018 11:17
0

ათი თვის მონაცემებით, საჰაერო გზით ქვეყანაში შემოსული მგზავრების 73% ტურისტია

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 11:12
43

გიორგი ქობულია: ანტიდემპინგურ კანონს მივიღებთ

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 10:53
88

„ესტონური მოდელი რაღაც ფორმით, შესაძლოა, სადაზღვევო სექტორზეც გავრცელდეს“

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 10:46
53

"რეგულაციები ნაწილობრივ ლიზინგსაც უნდა შეეხოს"

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 10:28
150

"ეკონომიკის სამინისტროს საქმე არ არის, თუ სად გაიმართება ხალხური სიმღერის კონცერტი"

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 10:15
180

გიორგი ქობულია სამინისტროში საკადრო ცვლილებებს აანონსებს

ვრცლად