მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი პეტრიაშვილი ევროპის პროფკავშირების რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს

5671407b7748f
BM.GE
16.12.15 14:32
1439
ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს. პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს მესამე გენერალური ასამბლეა დღეს, ბრუსელში გაიხსნა, რომელსაც ასზე მეტი დელეგატი დაესწრო 45 სხვადასხვა ქვეყნიდან. პეტრიაშვილს მხარი დელეგატთა სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა.
 
საქართველოს პროფკავშირების ცნობით, ირაკლი პეტრიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს. ირაკლი პეტრიაშვილმა ამ თანამდებობაზე რუსეთის პროფკავშირების თავმჯდომარე, მიხაილ შმაკოვი ჩაანაცვლა. პეტრიაშვილი პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, დანიის და ლიტვის პროფკავშირებმა წარადგინეს. 

"ასამბლეაზე ევროპის პროფკავშირების მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. სხდომის ძირითადი დღის წესრიგი დასაქმებას და დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხო, ასევე, დელეგატებმა იმსჯელეს გლობალურ ეკონომიკურ პროცესებსა და გენდერულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ დელეგატების 40%-ს ქალები წარმოადგენდნენ.
პროფკავშირების კონფედერაციის პან-ევროპული ორგანიზაცია ევროპის კონტინენტის ყველა ქვეყნის პროფკავშირებს აერთიანებს, მათ შორის, პროფკავშირებს ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან და მილიონობით დასაქმებულის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს – ორგანიზაციაში 85 მილიონი წევრი და 89 სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პროფკავშირებია გაერთიანებული. პან-ევროპული რეგიონალური საბჭო 2007 წლიდან არსებობს და აქტიურად მუშაობს პროფკავშირული მოძრაობების სტრატეგიების განვითარებაზე, დასაქმებულთა უფლებებზე, ქალთა უფლებებზე, ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე პროფკავშირულ გაერთიანებებში, სოციალურ დიალოგზე და სხვა მნიშნელოვან საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობაზე საქართველოს წარმომადგენელი ჯერ არ ჰყოლია. ირაკლი პეტრიაშვილის გამარჯვება არა მარტო საქართველოს პროფკავშირების, არამედ მთლიანად, ქვეყნის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რადგან ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს როგორც დემოკრატიული განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნის მიმართ ევროპის ინტერესსა და საქართველოს ევროპის სოციალური ცხოვრების ორგანულ ნაწილად ქცევის შესაძლებლობას. გარდა ამისა, საქართველოს პროფკავშირების საქმიანობა საერთაშორისო დონეზე ხდება აღიარებული", - განმარტავენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში.