მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი მანაგაძე "ლიბერთი ბანკს" ტოვებს და Silk Road Bank-ში ინაცვლებს

5c39ace3d75a8
თელარა გელანტია
12.01.19 12:54
3560
Silk Road Bank-ში საკადრო ცვლილებებია.

bm.ge-ის ინფორმაციით, Silk Road Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე დაიკავებს.

მანაგაძე ამ პოსტზე დევიდ ფრანც ბორგერს შეცვლის.

შეგახსენებთ, ირაკლი მანაგაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე ეკავა.

ამჟამად, ირაკლი მანაგაძე „ლიბერთი ბანკის“ სამთვალყურეო საბჭოს წევრია. გასული წლის ზაფხულში მისი კანდიდატურა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტზეც განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ, მთავრობის მეთაურმა არჩევანი ივანე მაჭავარიანზე შეაჩერა.

Silk Road Bank-ში დაგეგმილი საკადრო ცვლილება bm.ge-ის ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ძნელაძემაც დაუდასტურა.

„აქციონერთა კრება ჯერ არ გამართულა, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და Silk Road Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ირაკლი მანაგაძე დაიკავებს“, - განუცხადა bm.ge-ის ალექსანდრე ძნელაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გახდება Silk Road Bank-ის გენერალური დირექტორი, ძნელაძის თქმით, ის ბანკს იანვრის ბოლოს დატოვებს, მაგრამ მის შემცვლელზე ჯერჯერობით, გადაწყეტილება მიღებული არააა.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტმბერში საქართველოს საბანკო ასოციაციის საერთო კრებაზე ასოციაციის პრეზიდენტად 3 წლით, ალექსანდრე ძნელაძე აირჩიეს.