09.თებერვალი.2016 19:03
ეკონომიკა

ირაკლი ლექვინაძე: თემურ მაისურაძე იმ გენიოსში მე ნამდვილად არ მგულისხმობდა

ირაკლი ლექვინაძე: თემურ მაისურაძე იმ გენიოსში მე ნამდვილად არ მგულისხმობდა
"თემურ მაისურაძე იმ გენიოსში მე ნამდვილად არ მგულისხმობდა", - განუცხადა "ბიზნესკონტაქტს", თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ლექვინაძემ.
 
"ბატონ თემურ მაისურაძესთან გვქონდა კომუნიკაცია და გავარკვიეთ რომ მას ჩვენთან არ დაურეკავს. ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერ მხარესთან საკომუნიკაციოდ. ჩვენ მზად ვართ ყველას არგუმენტები და შენიშვნები მოვისმინოთ", - აცხადებს ლექვინაძე.

რაც შეეხება ავტობუსების შეძენის თემას, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ ტენდერის პროცესი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთ-ერთი მათგანი EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერია. თუ რამდენი კომპანია იღებს აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობას ლექვინაძის განცხადებით, 9 მარტს გახდება ცნობილი. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერი განმარტავს, ტენდერის მეორე ეტაპი ავტობუსების ამწყობი ქარხნის მშენებლობის ინტერესთა გამოხატვას ეხება, რომლითაც ამ ეტაპზე 4 უცხოური კომპანიაა დაინტერესებული.

"ტენდერში ერთ-ერთი წინაპირობა ბუნებივ აირზე მომუშავე ავტობუსების შეძენაა. ამას გააჩნია უპირატესობები და ეს გამყარებულია კვლევითაც", - აცხადებს ლექვინაძე. მისივე თქმით, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების უპირატესობების შესახებ დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის მომზადებული.

თემურ მაისურაძე: მაინტერესებს ვინაა ის გენიოსი, ვინც ასეთ რჩევებს აძლევს მერიას



23.ოქტომბერი.2018 15:30
27

"გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაროსანასაც აქვს კავშირი ლარის გაუფასურებასთან"

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 14:59
79

G&T-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 14:00
101

კობა გვენეტაძე: ცალსახად რთულია თქმა, რა იქნება საბანკო რეგულაციების გავლენა

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 13:24
44

"ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტს მოჭერილად იძლევა"

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 12:42
62

GRASS: “თავისუფლების აქტში“ ხარჯების ზრდის შემზღუდველი ნორმა უქმდება, რაც „მცირე მთავრობის“ კონცეფციას ეწინააღმდეგება

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 12:00
125

"საქართველო თურქმენულ ნავთოპროდუქტებს კარგავს"

ვრცლად