09.თებერვალი.2016 21:43
ეკონომიკა

ირაკლი ლექვინაძე: მაისურაძე ან მცდარ ინფორმაციებს ეყრდნობა, ან დავალებას ასრულებს

ირაკლი ლექვინაძე: მაისურაძე ან მცდარ ინფორმაციებს ეყრდნობა, ან დავალებას ასრულებს
"თემურ მაისურაძე ან მცდარ ინფორმაციებს ეყრდნობა, ან დავალებას ასრულებს", - ასე პასუხობს თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ლექვინაძე პარლამენტარი, თემურ მაისურაძის მიერ, დღეს გამოთქმულ ბრალდებებს. ლექვინაძის განცხადებით, თემურ მაისურაძეს არც მერიასთან კომუნიკაციის პრობლემა შექმნია, რადგან დეპუტატი არც მას და არც სატრანსპორტო სამსახურს დაკავშირებია.
 
"მე მქონდა კომუნიკაცია თემურ მაისურაძესთან და გავარკვიეთ, რომ გენიოსში მე ნამდვილად არ მგულისხმობდა. ისიც გავარკვიეთ, რომ თურმე მას არც ჩემთან და არც ტრანსპორტის სამსახურის უფროსთან არ დაურეკავს. კომუნიკაციის პრობლემა ბუნებრივია, ვერ იქნებოდა თუ ის ჩვენ არ დაგვირეკავდა. ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ საკომუნიკაციოდ. თემურ მაისურაძე ან მცდარ ინფორმაციებს ეყრდნობა ან დავალებას ასრულებს.

ჩვენ მზად ვართ ყველას არგუმენტი და შენიშვნები მოვისმინოთ და მაქსიმალურად ავუხსნათ, ის რაც ეხება საკითხს.

სამწუხაროდ ბატონ თემურს არასწორად აქვს მიღებული ინფორმაცია, რომელიც ტენდერში ოთხი კომპანიის მონაწილეობას უკავშირდება", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას და განმარტა, რომ ავტობუსების შეძენის პროცესი ორ ეტაპად მიმდინარეობს. ერთი მათგანი EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერია. თუ რამდენმა კომპანიამ მიიღო აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა, ლექვინაძის განცხადებით, 9 მარტს გახდება ცნობილი. ხოლო რაც შეეხება, ავტობუსების ამწყობი ქარხნის აშენებას, ვიცე-მერის ინფორმაციით, პროცესით დაინტერესებული 4 კომპანიაა. 

"ჩვენ შემდეგ კვირაში გვექნება შეხვედრა ბატონ თემურთან. მე არ ვიცი ის რა კვლევებს ეყრდნობოდა. აჟიოტაჟის და ისტერიის შექმნის საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ჩვენ ერთმანეთს სატელევიზიო ეთერით ვესაუბროთ", - აცხადებს ლექვინაძე.

შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ მერიას გაზზე მომუშავე ავტობუსების შეძენა ბევრად ძვირი დაუჯდება ვიდრე დიზელის საწვავზე. დეპუტატმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" მერიასთან არსებულ კომუნიკაციის პრობლემაზეც ისაუბრა.

თემურ მაისურაძე: მაინტერესებს ვინაა ის გენიოსი, ვინც ასეთ რჩევებს აძლევს მერიას



16.იანვარი.2019 18:18
112

„სილქ როუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
16.იანვარი.2019 18:15
197

რას პასუხობს მერს კომპანია, რომელიც დღეს კალაძის კრიტიკის ობიექტი გახდა?

ვრცლად
16.იანვარი.2019 17:56
57

გიორგი ქობულია მზადაა, ტურიზმის საბჭოს ყველა კომენტარი გაითვალისწინოს

ვრცლად
16.იანვარი.2019 16:45
143

უსუფაშვილი-ბიზნესმენებს - „თქვენ რომ დასაკარგი გაქვთ, მაგას უფრთხილდებით და ხმას დროზე არ იღებთ“

ვრცლად
16.იანვარი.2019 16:31
105

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 15 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
16.იანვარი.2019 16:08
109

ამერიკული კომპანია Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა

ვრცლად