მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი, ძლიერი და ქმედითუნარიანი ეროვნული ბანკი

5926e70eac16d
BM.GE
25.05.17 18:14
1098
"პარლამენტში ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა არ მომხდარა. ეს არის ამ ტრადიციის აღდგენა - ეროვნული ბანკის ანგარიში პარლამენტმა უნდა მოისმინოს და შეაფასოს. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი, ძლიერი და ქმედითუნარიანი ეროვნული ბანკი, აღნიშნულის გარანტი კი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტი“, - ასე შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის წლიური ანგარიში, რომელსაც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.

„განვლილმა, არცთუ მარტივმა 2016 წელმა დაგვანახა, რომ მთავარი გამოწვევები ორი მიმართულებით გვაქვს. ესენია: მონეტარული სტაბილურობა და საფინანსო-საბანკო სისტემის მდგრადობა. საბანკო სისტემაში მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ინფლაციას, პრობლემები ამ მიმართულებით არსებობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ინფლაციის მოთოკვის მცდელობა არ იქცეს ეკონომიკური ზრდის ხელისშემშლელ ფაქტორად. ბუნებრივია, დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები, მათ შორის მწვავეც. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო და საქმიანი განხილვა იყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ექნება რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ წარმოდგენილი ანგარიშის დამტკიცებას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.