12.იანვარი.2019 11:24
საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

კობახიძის განმარტებით, ამ ყველაფრის მიუხედავად, შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა არის პოლიტიკური და შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დეტალურად გვექნება მსჯელობა პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი პარლამენტში. იურიდულად წარმოუდგენელია კანდიდატთა სიის გაწვევა. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი. ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა, მთავრობის თუ გენერალური აუდიტორის წარდგენა. გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა პროცედურას და კრიტერიუმებს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი დეკემბერში, იუსტიციის საბჭოს მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს დეკემბერში პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სია წარუდგინა.



21.მარტი.2019 16:18
206

8 მოთხოვნა, რომელიც კრედიტორებმა ანაკლიის პორტის პროექტზე სახელმწიფოს წარუდგინეს

ვრცლად
21.მარტი.2019 11:55
808

სამშენებლო სექტორში ეკონომიკური ვარდნაა

ვრცლად
20.მარტი.2019 21:49
133

„5-6 წლის განმავლობაში ახალი სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 7 მლრდ დაიხარჯება“

ვრცლად
20.მარტი.2019 16:13
4191

ჭავჭავაძის გამზირზე კერძო ავტომანქანები გაჩერებას ვეღარ შეძლებენ - რა არის მერიის მიზანი?

ვრცლად
20.მარტი.2019 14:48
2131

გაგარინის მოედანზე „იოლის“ მაღაზიიდან მოქალაქემ ვისკი მოიპარა

ვრცლად
20.მარტი.2019 13:37
906

მერია მშრალი ხიდის რეაბილიტაციას იწყებს - სად გადავლენ მოვაჭრეები?

ვრცლად