მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი გილაური: საპენსიო რეფორმა დააგროვებს და გააჩენს კაპიტალს

5a0d56036d6d0
bm.ge
16.11.17 13:08
1350
საპენსიო რეფორმა დააგროვებს და გააჩენს კაპიტალს,- ამის შესახებ BGEO ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა საქმიანი დილის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ბიზნესმენმა საპენსიო რეფორმის დადებით ფაქტორებზე ვრცლად ისაუბრა.

"იმ მოსახლეობას, რომელიც საპენსიო ფონდს დააგროვებს, ექნება თანამონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ინვესტორები, რომლებიც მაგალითად ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი, ამ ინვესტორებმა ჩადონ ფული. მაგრამ ინვესტორები არ ჩადებენ ფულს, თუ მარტო ისინი არიან ბირჟაზე. თუ საპენსიო ფონდი არის ბირჟაზე წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, უფრო ჩაიდება ინვესტიციები. საპენსიო რეფორმა ბირჟას სძენს ლიკვიდურობას.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტროია, რომ ტურისტები რომლებიც ჩამოდიან, ისინი ხდებიან ბანკების კერძო კლიენტები, რომლებსაც შეუძლიათ ბანკებისა და ბროკერების მეშვეობით განახორციელონ ინვესტიცია ბირჟაზე. გამოდის, რომ გვეყოლება სამი მოთამაშე: საპენსიო ფონდი, საინვესტიციო ფონდები და ტურისტები, რომლებიც გადაიქცევიან მოთამაშეებად.

ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, თუ როგორ ხდება ტურისტული ქვეყანა ფინანსური ჰაბი. ამის შემდეგ ბევრი სერვისისექსპორტირება შეგვიძლია, მაგალითად ჯანდაცვის სერვისების. შესაბამისად, საპენსიო რეფორმის შემდეგ საფონდო ბირჟას აქვს ლეგიტიმური შანსი, იყოს წარმატებული",- აცხადებს გილაური.