მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი გილაური: ობლიგაციების განთავსების შედეგად ქვეყანაში 500 მილიონი ლარის დოლარი შემოვა

5926d948ca4cf
ელენე გოგბერაშვილი
25.05.17 17:11
5496
საქართველოს ბანკმა პირველმა ლარით დენომინირებული ობლიგაციები გამოშვა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. როგორც "საქართველოს ბანკში" განმარტავენ, ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

"საერთაშორისო ინვესტორებმა იყიდეს 500 მილიონი ლარის ობლიგაციები საერთაშორისო ბაზარზე. ეს ნიშნავს, რომ 500 მილიონი ლარის დოლარი შემოვა ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსადმი, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისადმი, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკისადმი ინვესტორებს აქვს ძალიან დიდი ნდობა და რომ ლოკალურ ვალუტაში მზად არიან, რომ ფული ჩადონ. ეს მნიშვნელოვანია არამარტო, რომ საქართველოში შემოვა ახალი ინვესტიციები, არამედ ინვესტორები მომავალში დააბანდებენ დოლარებს ლარის ობლიგაციებში, რომელიც იქნება გამოშვებული ლოკალურ ბაზარზე. ისინი დააბანდებენ დოლარებს ასევე ლოკალურ სახაზინო ვალდებულებებში. ეს კი ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას", - აცხადებს ირაკლი გილაური.