მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი გილაური: გაყოფილი კომპანიები უფრო წარმატებულები იქნებიან

595a348ee7965
BM.GE
03.07.17 16:10
2369
BGEO ჯგუფის საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაყოფის შემდეგ, BGEO Investment-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი კომპანიების წარმატების ზრდას ელოდება. ირაკლი გილაური ამბობს, რომ ჯგუფის გაყოფას პოზიტიურად აფასებენ ინვესტორებიც, რაზეც აქციების ფასის 3%-იანი მატებაც მიანიშნებს.

„ვფიქრობ, ყველასთვის კარგი იქნება, რომ ორმა კომპანიამ დამოუკიდებლად გააგრძელოს ფუნქციონირება“, - ამბობს გილაური. ამასთან, მისივე თქმით ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული კანონი, რომელიც საბანკო ჰოლდინგების ზედამხედველობას ეხება, საბანკო სექტორზე დადებითად იმოქმედებს. გილაური ამბობს, რომ BGEO-ს გადაწყვეტილება აღნიშნულ კანონმდებლობას არ უკავშირდება.

„ვფიქრობთ, რომ რეგულაცია რაც შემოდის საბანკო სისტემის სტაბილურობისთვისაა. კანონი ინსტიტუციონალიზაციას უკეთებს ჰოლდინგურ კომპანიებს და უფრო მდგრადს ხდის საბანკო სექტორს“, - ამბობს გილაური.

აქამდე BGEO ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა როგორც ბანკი, ასევე საინვესტიციო ბიზნესი. საინვესტიციო ბიზნესში კი ერთიანდება საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, Georgia Global Utilities, - რომელიც ფლობს GWP-ს; სამშენებლო კომპანია m 2; თელიანი ველი.