18.ნოემბერი.2015 14:28
ეკონომიკა

ირაკლი აბესაძე: მთავრობამ 18 მილიონის სესხი სტიქიამდე აიღო

ირაკლი აბესაძე: მთავრობამ 18 მილიონის სესხი სტიქიამდე აიღო
"მთავრობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მაისში სტიქიის მოხდენამდე 18 მილიონი სესხი აიღო,- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ. მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანხების შემცირება თავის მართლებას გავს. აბესაძის თქმით, რომ რახან 2016 წელს თბილისში ოლიმპიადა არ არის დაგეგმილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხარჯები უნდა შემცირებულიყო.

"საგზაო ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, სტიქიის მოხდენამდე მაისში დამატებით 18 მილიონიანი სესხი იქნა აღებული თითქოს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანხები არ ყოფნიდათ და თუ კი თვლიან, რომ მომავალ წელს რვა მილიონი ლარის შემცირება საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ იმით, რომ ქაქლაქში მომავალ წელს ოლიმპიადა აღარ არის ჩასატარებელ და ამიტომ გზებზე ამ ოდენობის თანხის დახარჯვა არ არის საჭირო, ეს ნამდვილად გაუმართლებელია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას, საიდანაც შესაძლებელია მოხდეს სატრანსპორტო კვანძების რეკოსტრუქცია ახალი ხიდების, პანდუსების მშენებლობა, რომ ამ მიმართულებით თანხები მცირდება იმიტომ, რომ მომავალ წელს ოლიმპიადა არ გვაქვს, არც ეს არის სწორი. სწორედ, რომ ოლიმპიადის დონის მნიშვნელობის საკითხები კვლავ არის თბილისში გადასაწყვეტი. იმიტომ, რომ არ გვაქვს ოლიმპიადა, არ ნიშნავს, რომ ხარჯები შევამციროთ. ჩვენ ქალაქში ხიდები, პანდუსები გვაქვს ასაშენებელი, საინჟინრო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი, ამიტომ, რა თქმა უნდა, სწორი და კარგი იქნებოდა ამ თვალსაზრისით კლება არ გვქონოდა და რაც მთავარია, ამით თავს არ უნდა იმართლებდნენ, რომ კლება ოლიმპიადით არის განპირობებული. კარგი იქნებოდა, რომ ეს კლება სახეზე არ ყოფილიყო" -აღნიშნა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ. 
ავტორი: ბიზნესკონტაქტი


20.აპრილი.2018 21:16
109

"აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებმა აქცია შეწყვიტეს

ვრცლად
20.აპრილი.2018 21:00
347

ნარჩენების დახარისხება-გადამუშავება სავალდებულო იქნება

ვრცლად
20.აპრილი.2018 20:00
511

იმერეთში ნავენახევის მღვიმე იხსნება

ვრცლად
20.აპრილი.2018 19:06
445

ბლოკჩეინი სოფლის მეურნეობაში: მომავალი ჯერ არ დაწერილა

ვრცლად
20.აპრილი.2018 18:00
79

"თბილღვინოს" ღვინოები ექსპორტზე ბრაზილიაში გავიდა

ვრცლად
20.აპრილი.2018 17:27
61

"პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი კვლავ გაუარესდა"

ვრცლად